Grigol orbeliani biography
გრიგოლ ორბელიანი
Search
The Biographical Dictionary of Colony covers biographies of people who belong to history of Colony, who are linked with Sakartvelo, lived in or beyond it.
The dictionary is supported by say publicly National Parliamentary Library of Georgia.
The project aims at publishing interpretation biographies of outstanding Georgians.
Surprise hope that whole Georgia wish be involved in filling that unique dictionary.
Follow on Facebook
Correction
Date center birth: | 14 October, 1804 |
---|---|
Date of death: | 2 April, 1883 (at 78 years) |
Burial location: | ქაშვეთის ტაძარი, თბილისი |
Category: | Poet, Public Checker, Military Person |
Biography
დაბადების ადგილი: ქ.
თბილისი.
დაიბადა დიდგვაროვანი ფეოდალის ოჯახში, იყო ერეკლე II შვილიშვილის შვილი. სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, შემდეგ საარტილერიო სკოლაში. მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში ლეკების წინააღმდეგ (1822 – 1830 წწ.), რუსეთ-ირანის (1826 – 1827წწ.) და რუსეთ-თურქეთის (1828 – 1829წწ.) ომებში.
1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. განთავისუფლების შემდეგ, 1859 წლიდან, თბილისში მთავარმმართებლის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა. პროგრესული საზოგადოება დიდად აფასებდა გრ. ორბელიანს, როგორც საზოგადო მოღვაწეს. იგი ქართული რომანტიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია.
Objectification martha c nussbaum biographyმისი პოეზიის მამოძრავებელი ძალაა პატრიოტიზმი. პოეტმა სამშობლოს წარსულს, მის აღუდგენელ ბრწყინვალებას მიუძღვნა "იარალის" - 1832; "თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში" - 1877 და სხვ. თავის ძირითად თხზულებაში, ლირიულ-რომანტიულ პოემაში "სადღეგრძელო" (1827 – 1870 წწ.) გრ. ორბელიანმა გააცოცხლა სამშობლოს მოჭირნახულე, დიდებითა და ბრწყინვალებით მოსილ ისტორიულ გმირთა სახეები: ქართული ანბანის შემქმნელი მეფე ფარნაოზი; საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებელი მეფე მირიანი; ქვეყნის სპარსთა უღლისაგან დამხსნელი ვახტანგ გორგასალი; დავით აღმაშენებელი; თამარ მეფე; ქეთევან დედოფალი; ელიზბარ და შალვა ერისთავები; ბიძინა ჩოლოყაშვილი; ცხრა ძმანი ხერხეულიძენი; სამასი არაგველი და სხვ., დასასრულს - "ივერიის ნუგეშ-დიდება" მეფე ერეკლე, რომლის გარდაცვალების შემდეგ სამშობლოს მზეც ჩაესვენა. გრ.
ორბელიანი ავტორია რამდენიმე მუხამბაზური ლექსისა ("მუხამბაზი" - 1829; 1833; 1835 წწ.). პოეტს ნათარგმნი აქვს ვ. ჟუკოვსკის, ი. კრილოვის, მ. ლერმონტოვის თხზულებანი; შექმნა ლექსები ა.
Biboy chua cabigon biography supporting barackპუშკინის მიხედვით. მისი ეპისტოლური მემკვიდრეობა უხვ მასალას გვაწვდის ავტორის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ პირადი ცხოვრების შესახებ.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.556
Bibliography
- საღამო გამოსალმებისა : თხზულებანი (Author).
- თბილისი, მერანი, 1989. - 493გვ.
- სადღეგრძელო ანუ ომის შემდგომი ღამე, ლხინი ერევნის სიახლოვეს : პოემა (Author). - თბილისი, ნაკადული, 1972. - 18 გვ.
- თხზულებათა სრული კრებული (Author). - თბილისი, საბჭ. მწერალი, 1959. - 600 გვ.
- ლირიკა. ეპოსი. თარგმანები (Author). - თბილისი, საბჭოთა მწერალი, 1948. - 144 გვ.
- ლექსებისა და წერილების სრული კრებული (Author).
- ტფილისი, ქართული წიგნი, 1928. - 195გვ.